Torrefazione Varanini არის მოხალვის უნიკალური მეთოდი რომლის ისტორია იწყება 1970 წელს მილანში, ვარანინის ქუჩაზე მდებარე პატარა სახელოსნოდან. მისი დამფუძნებელი, სტეფანო ზაპა, ყავის ხალვის გამორჩეული ოსტატი, თავდაპირველად 40 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 30 კილოგრამიან ხელსაწყოზე ამზადებდა ყავას. მოხალული მარცვლები, ყოველდღიურად, ხელით იფუთებოდა და უშუალოდ დამფუძნებლის მიერ მიეწოდებოდა მომხმარებლებს. ეს იყო საწყისი ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი დაუდო ბრენდის მომავალ წარმატებას და აღიარებას როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
1975 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა — გახსნა ახალი საწარმო ლიმბიატეში, (მილანი მონცა)სადაც ეტაპობრივად დანერგა უფრო ეფექტიანი ტექნიკა და წარმოების პროცესები. მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნა საჭიროებდა მასშტაბირებას და Varanini-მ სწორედ ეს გზა აირჩია.
2007 წელს კომპანიამ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი გადალახა — მილანში,მონცაში აშენდა სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც საწარმოო, ისე საწყობის შესაძლებლობები. ამ ინფრასტრუქტურამ Varanini ერთ-ერთ ყველაზე წინსაფარ და ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანია გახადა თავისი სფეროში.
დღეს Torrefazione Varanini-ს წარმოება 1500 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ყოველდღიურად 10 ტონაზე მეტ ყავას ამუშავებს. საწარმო ყავის მოხალვის ორი ხაზითა და სრულად ავტომატიზებული შეფუთვის სისტემითაა აღჭურვილი, რომელსაც სამი დამოუკიდებელი სისტემა მართავს. შესაბამისად, 40-წლიანი გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები განაპირობებს ყავის მოხალვის მაღალ ხარისხსა და მუდმივ სტაბილურობას.
Varanini-ს ყავის ნაზავები ცნობილია განუმეორებელი არომატითა და გემოთი. სხვადასხვა წარმოშობის (ბრაზილია, კოლუმბია, გვატემალა, ინდოეთი, სანტო დომინგო და სხვ.) მარცვლები იხალება ინდივიდუალურად ადრილწარმოშობის მიხედვით და მხოლოდ შემდეგ, ოსტატურად ერევა ერთმანეთში, რათა შეიქმნას პროდუქტები, რომლებიც მომხმარებელთა მრავალფეროვან მოთხოვნას აკმაყოფილებს და ყოველთვის ინარჩუნებს პრემიუმ ხარისხს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეფუთვასაც — ელეგანტური, მარტივი და ფუნქციური დიზაინი იცავს არომატს და ხაზს უსვამს ბრენდის იდენტობას.
იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ espresso უკვე დიდი ხანია ყოველდღიურ რიტუალად იქცა. Varanini იმ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც ხარისხის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება დასაწყისიდანვე ჩამოაყალიბეს. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელმაც ბრენდს „პროფესიონალების არჩევანის“ რეპუტაცია მოუტანა.
1998 წელს კომპანია ერთ-ერთი პირველი იტალიური როუსტერია, რომელმაც ISO 9001 სერტიფიკატი მიიღო. 2015 წელს კი წარმატებით გაიარა IFS Food სერთიფიცირების პროცესი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვის გრძელვადიან ვალდებულებას.
ასევე კომპანია ფლობს ასევე ქოშერ სერტიფიკატს.
Varanini ყურადღებით არჩევს მხოლოდ ხელით მოკრეფილ და გადარჩევილ ნედლ ყავას, ხალვის პროცესს კი მაღალტექნოლოგიურ აპარატებში — დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში — აბსოლუტური სიზუსტით აკონტროლებს. თითოეული ტიპის მარცვალი ცალკეა მოხალული, დაგემოვნებული და შეფასებული, რის შემდეგაც მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტები ხვდება საბოლოო ნაზავებში. ავტომატიზირებული შეფუთვა კი უზრუნველყოფს ჰიგიენას და არომატის უნაკლო შენარჩუნებას.
Torrefazione Varanini არის ტრადიცია, რომელიც ტექნოლოგიას და გემოვნებას უნიკალურად აერთიანებს. მისი ისტორია მცირე საოჯახო სახელოსნოდან დაწყებული, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების საწარმომდე, ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ოსტატობაზე დაფუძნებული ხედვა გადაიქცეს გლობალური ხარისხის სიმბოლოდ. დღეს Varanini უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება წარმატებით.
