Super Bar 1kg

110,00 

სენსორული ანალიზი — SUPER BAR

  • არომატი: 4/5 – ტკბილი, არომატული პროფილი ყვავილოვანი და მსუბუქად კაკაოს ტონებით.
  • სტრუქტურა: 3/5 – საშუალო ინტენსივობის სტრუქტურა, რბილი და ჰარმონიული ტექსტურით.
  • მჟავიანობა: 3/5 – დაბალი და ფონური მჟავიანობა — იდეალური მათთვის, ვინც სრულფასოვან, ნაკლებმჟავიანობის ეპრესოს ეძებს.
  • სიტკბო: 4/5 – მაღალი ბუნებრივი სიტკბო, შოკოლადისა და ნაზად კარამელიზებული შტრიხებით.
აღწერა

ეს ბლენდი ხასიათდება 80% არაბიკასა და 20% უმაღლესი ხარისხის რობუსტას შემცველობით. Super Bar წარმოადგენს Varanini-ის კლასიკას — ეს არის ყავა, რომელსაც ყველაზე ხშირად შეხვდებით ჩვენი პარტნიორი ბარების ეპრესო – სადგურებში. ეს არის უკიდურესად დაბალანსებული ეპრესოს ბლენდი, სადაც დომინირებს ოთხი განსხვავებული წარმოშობის არაბიკა და შერჩეული უმაღლესი ხარისხის რობუსტა. ამის შედეგად მიიღება ტკბილი, არომატული, ნაკლებმჟავიანობის ყავა ხანგრძლივი გემოთი, რომელსაც შოკოლადის არომატიც გასდევს.

ბლენდს ქმნის 80% პრემიუმ-კატეგორიის არაბიკა (ოთხი დახვეწილი ჯიში) და 20% უმაღლესი ხარისხის რობუსტა, რომლებიც ერთად უზრუნველყოფენ სრულყოფილ ბალანსს და კომპლექსურ, ჰარმონიულ არომატს.

VARANINI ხარისხი

Super Bar იქმნება მრავლად გამოცდილი და მაღალი ხარისხის პლანტაციებიდან შერჩეული ოთხი არაბიკას და ერთი პრემიუმ რობუსტას სინერგიით. თითოეული მარცვალი გადის მრავალსაფეხურიან შერჩევასა და კონტროლს, რათა საბოლოო ბლენდმა შეინარჩუნოს ის ტკბილი, ნაკლებმჟავიანი და სურნელოვანი პროფილი, რომელმაც Super Bar-ს ყველაზე მოთხოვნად ბლენდად აქცია. ნელი, 19–22 წუთიანი დაბალტემპერატურიანი მოხალვა უზრუნველყოფს ბუნებრივი არომატების შენარჩუნებას და შოკოლადნარევი ნიუანსების გაღრმავებას.

Varanini-ის ხალვის მეთიდის მთავარი უპირატესობა — სეპარატიული მოხალვა — Super Bar-ის შემთხვევაშიც ყველაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თითოეული წარმოშობის მწვანე მარცვალი ცალ-ცალკე იხალება მისთვის იდეალურ ტემპერატურაზე, რათა არ მოხდეს დამწვრობა, რომელიც ქმნის მწარე, უსიამოვნო ნოტებს, ან არასაკმარისი მოხალვა, რომელიც ზრდის ზედმეტ მჟავიანობას. შედეგად, Super Bar ყოველთვის გთავაზობთ სტაბილურ, ჰარმონიულ, დაბალანსებულ სენსორულ გამოცდილებას — სუფთა არომატით, რბილი სტრუქტურით და ხანგრძლივი, ნაზი ქაფით (კრემა).

მსგავსი პროდუქტები