Arabica 100% 1kg
120,00 ₾
1 კგ შეფუთვა არომატის დამცავი სარქველით სენსორული ანალიზი
- არომატი: 5/5 – ძალიან ინტენსიური, იოლად აღქმადია ეგზოტიკური და
ყვავილოვანი ტონები. - სტრუქტურა: 1/5 – ძალიან მსუბუქი და ნაზი.
- მჟავიანობა: 5/5 – მკაფიო, მაღალი, მაგრამ ელეგანტური მჟავიანობა, რაც
გამოარჩევს მაღალი ხარისხის არაბიკას. - სიტკბო: 5/5 – გამოკვეთილი ბუნებრივი სიტკბო, რომელსაც ახლავს
ხილისა და მსუბუქი შოკოლადის ნოტები.
100% არაბიკა – უმაღლესი ხარისხი
ბარისთვის განკუთვნილი ბლენდი, რომელიც შედგება უმაღლესი ხარისხის არაბიკას მარცვლებისგან, ძირითადად სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდან. იდეალური მოხალვა ხაზს უსვამს მისი ნაზი და ბუნებრივი გემოს თვისებებს — ტკბილ არომატს და შოკოლადის მსუბუქ გემოს.
VARANINI ხარისხი
Varanini-ის 100% Arabica ბლენდში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი სახრისხის პლანტაციების პრემიუმ მარცვლები სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდან, აგრეთვე ეთიოპიის უნიკალური წარმოშობის მცირე დანამატით. თითოეული პარტია ნელა, 19–22 წუთის განმავლობაში, დაბალ ტემპერატურაზე იხალება, რათა არაბიკას თვისებრივი არომატული პროფილი სრულად გამოვლინდეს. ეს მეთოდი იცავს მარცვლის ბუნებრივ სიტკბოს, მცენარეულ სურნელებსა და ხილის ტონებს.
Varanini-ის მოხალვის სისტემა დაფუძნებულია ინდივიდუალურ მიდგომაზე: შერჩეული მწვანე მარცვლები ცალ-ცალკე იხალება, რათა თითოეული წარმოშობის სპეციფიკური არომატული და გემოვნური ნიუანსი რბილად და ზუსტად წარმოჩინდეს. შედეგად იქმნება ბლენდი, რომელიც არ შეიცავს მწარე ნორების გამომწვევ დამწვარ მარცვლებს და არც არასაკმარისად მოხალულ მარცვლებს, რომლებიც ზედმეტი მჟავიანობის შეგრძნებას ტოვებენ.
100% Arabica Varanini ყოველთვის გამოირჩევა მდიდარი სურნელით, დახვეწილი სიტკბოთი და ნაზი, მდგრადი ქაფით (კრემა).



