Pregiata 1kg

140,00 

სენსორული ანალიზი

  • არომატი: 5/5 – ინტენსიური, მრავალშრიანი სურნელი — ყვავილოვანი, ხილის, სანელებლებისა და კაკაოს ტონებით.
  • სტრუქტურა: 4/5 – მძლავრი და ბლანტი სტრუქტურა, რომელიც ბლენდის ინგრედიენტების პროპორციებს სრულად გამოხატავს.
  • მჟავიანობა: 3/5 – ფაქიზი და დაბალანსებული მჟავიანობა, რომელიც არაბიკას ბუნებრივ სიგრილეს ინარჩუნებს.
  • სიტკბო: 4/5 ბუნებრივი სიტკბო, რომელსაც ავსებს ხილისა და მსუბუქი კაკაოს ნოტები.
  • ქაფის მდგრადობა: 5/5 – მკვრივი, ელასტიური და ხანგრძლივი ქაფი (კრემა) — Pregiata-ს ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი.
აღწერა

მარცვლები – იდეალური ბალანსი არაბიკასა (90%) და რობუსტას (10%) შორის

Pregiata არის პრემიუმ ხარისხის ბლენდი, რომელიც ასახავს Varanini-ის ხალვის უნიკალური მეთოდის 50-წლიანი გამოცდილებას და ადასტურებს კომპანიის ერთგულებას ხარისხის, სრულყოფილების და, ასევე, როგორც ბარისტების, ასევე მომხმარებლების კმაყოფილების მიმართ. ეს არის ერთგვარი „დიზაინერული თაიგული“, რომელიც შედგება რჩეული არაბიკას ექვსი სხვადასხვა წარმოშობის მარცვლისგან, უმაღლესი ხარისხის რობუსტასთან ერთად. პირველივე ყლუპიდან იგრძნობა გემოების ნაკრები და დაბალანსებული სტრუქტურა, რომელშიც აქტიურია ყვავილოვანი, ხილის, სანელებლების და კაკაოს ინტენსიური არომატული ტონები.

VARANINI ხარისხი

Pregiata იქმნება მხოლოდ იმ მარცვლებისგან, რომლებიც გადიან მრავალსაფეხურიან შერჩევას და წარმოადგენენ მსოფლიოს საუკეთესო პლანტაციების ფაქიზ, ზუსტ ნაზავს. Varanini-ისთვის ხარისხი იწყება სწორ მარცვალთან — სწორედ ამიტომ Pregiata შედგება რვა ელემენტისგან: ექვსი არაბიკას განსხვავებული წარმოშობის მარცვალი და ერთ-ერთი უმაღლესი

ხარისხის რობუსტა, რაც ბლენდს ანიჭებს სტრუქტურულ მდგრადობას, ხაგრძლივ კრემასა (ქაფი) და გემოების უნიკალურ სინერგიას. ნელი, 19–22 წუთიანი დაბალტემპერატურიანი მოხალვის პროცესი საშუალებას აძლევს თითოეულ მარცვალს შეინარჩუნოს თავისი ბუნებრივი თვისებები და სრულად გამოავლინოს ის სიღრმეები, რომლებსაც Pregiata-ს განსაკუთრებულობა ქმნის. Varanini-ის პროფესიონალიზმის მთავარი საიდუმლო ისევ და ისევ არის სეპარატიული მოხალვა — თითოეული წარმოშობის მწვანე ყავა ცალ-ცალკე იხალება, თავისი იდეალური ტემპერატურისა და დროის მკაცრი დაცვით. ეს პროცესი გამორიცხავს დამწვარი მარცვლების მწარე, უსიამოვნო ნოტებს და არასაკმარისად მოხალული მარცვლებისგან გამოწვეულ ზედმეტ მჟავიანობას.
შედეგად, Pregiata თითოეულ ფინჯანში გვთავაზობს სრულყოფილ ჰარმონიას: სრულყოფილ გემოს, კომპლექსურ, მაგრამ ელეგანტურ არომატს და მკვრივ, დახვეწილ, ხანგრძლივ კრემას (ქაფი) — Varanini-ს ხელწერას.

მსგავსი პროდუქტები